25.04.2024 | 08:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი : "გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება"

გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა "თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.

"ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება", – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი "ნამდვილად ბევრს აკეთებს" უკრაინის მხარდასაჭერად და გერმანიამ უკრაინას "ძალიან ეფექტური იარაღის უზარმაზარი რაოდენობა" გაუგზავნა.

დღის გადაცემები