20.05.2024 | 12:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება

საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

დღის გადაცემები