13.12.2024 | 08:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოფიციალური განცხადებები კიევში, მოსკოვში და დასავლეთში [ვიდეო]

უკრაინა-რუსეთის  ომის   პარალელურად განცხადებები არ წყდება  ქვეყნის პრეზიდენტების და  დასავლეთის მხრიდან.     ბოლო  მიმართვა  გაავრცელა    უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ  ზელენსკიმ.    რუსეთის მოქალაქეებს მიმართა  ვლადიმერ პუტინმა.     დიდი ბრიტანეთის   პრემიერ მინისტრი კი, ევროპას ყირიმში განვითარებული მოვლენების  დროს  დაშვებულ შეცდომებს ახსენებს.  

„მე მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები“-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც აქ შოულობს ფულს, მაგრამ იქ ცხოვრობს. „იქ ცხოვრებაში" მე არ ვგულისხმობ სიტყვის გეოგრაფიული გაგებით, არამედ მათი აზროვნებით, მათი მონური ცნობიერების მიხედვით. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ხამანწკებისა და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება“-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

„ჩვენ უკრაინას დახმარება ჯერ კიდევ გასულ წელს აღმოვუჩინეთ. მადლობა კონგრესს იმისთვის, რომ მათ დაამტკიცეს ამ გაბედული და მამაცი ხალხისთვის დახმარების პაკეტი. ახალი დახმარება თავდაცვის სფეროში ითვალისწინებს სტრინგერის 600 რაკეტას, 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს, ჯაველინს, უპილოტო საფრენი აპარატების თვალთვალის რადარებს, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინის მამაც კაცებსა და ქალებს ასევე გავუგზავნით ყუმბარმტყორცნებს, 7 ათას სასროლ იარაღს, 40 მილიონ ტყვიას, 200 ერთეულ ტყვიამფრქვევს, ვერტმფრენებს, საპატრულო ნავებს, სატელიტური გამოსახულებასთან, ჯავშანჟილეტებთან, ჩაფხუტებთან და სხვა ტაქტიკურ აღჭურვილობასთან ერთად.

არ დაგიმალავთ, ომი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიდგებით, ვიდრე პუტინის ზღვარგადასულ აგრესიას არ დავასრულებთ“ -აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღის გადაცემები