13.12.2024 | 08:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოფიციალური კიევი თანახმაა მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს დაცვის მკაფიო გარანტიებით [ვიდეო]

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი ნაწილი უკვე  დასრულდა.  მხარეები დიალოგს თბილისის დროით საღამოს 22:30 საათზე  განაახლებენ. დელეგაციების წარმომადგენლებმა მედიასთან პირველი კომენტარები უკვე გააკეთეს.  უკრაინული მხარის წარმომადგენელი ალექსანდრ  ჩალი  აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი თანახმაა მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და ბირთვულ შეიარაღებაზეც უარი სამუდამოდ განაცხადოს, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მკაფიო გარანტიებს მიიღებს. უკრაინის სამხედრო მიუმხრობლობის ხელშეწყობაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს ჩინეთმა, ისრაელმა, თურქეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. პუტინის და ზელენსკის შეხვედრა კი მას შემდეგ შედგება, როცა განსახილველი საკითხები საამისოდ მომწიფდება.  

დღის გადაცემები