13.12.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოცნების დაგვიანებული რეაქცია ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე [ვიდეო] (1)

"ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას", -ამ პოზიციის დასაფიქსირებლად „ქართულ ოცნებას“ 4 დღე დასჭიდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი აქვს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ  კამპანიას. ქართული ოცნება, რომელმაც დავით გარეჯის ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეზე გამოძიება მხოლოდ არჩევნების წინ დაიწყო, ოპოზიციის მარგინალურ ჯგუფს, დავით გარეჯის საკითხზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან თავისშეკავებისკენ მოუწოდებს.

 

ყოფლი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკის შედეგად დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსის ისტორიული ნაწილის დაკარგვის რეალური საფთრხე გაჩნდა, მოქმედმა ხელისუფლებამ კი საკითხი მხოლოდ 8 წლის შემდეგ და თან საკუთარი პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე წამოწია. არადა, "პატრიოტთა ალიანსი" დავითგარეჯის პრობლემასა და  საფრთხეებზე დიდი ხნის წინ მიანიშნებდა და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვდა. პარტიის გენერალური მდივნის შეფასებით, მმართველი გუნდი სხვა საკითხების მსგავსად  დღეს დავით გარეჯის თემითაც პოლიტიკურად ვაჭრობს. 

 

სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბოდბელი ეპისკოპოსი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია შეძლებს. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია განცხადებები, რომელიც ბრალდებული მელაშვილის პათოსს იმეორებს.

დღის გადაცემები