21.09.2024 | 13:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარიზში ხელფასების ზრდის მოთხოვნით აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა

პარიზში ხელფასების ზრდის მოთხოვნით ათობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. მალევე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

"გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ფრანსპრესი" ავრცელებს.

პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.

საყოველთაო გაფიცვა რამდენიმე პროფკავშირმა გამოაცხადა, რის გამოც რეგიონალური სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეიზღუდა. CGT-პროფკავშირის ხელმძღვანელის, ფილიპ მარტინეზის განცხადებით, ხელფასების საკითხი ფრანგი ხალხისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია.

როგორც ტელეკომპანია BFM TV-ის მიერ წარმოებულმა გამოკითხვამ აჩვენა, საყოველთაო გაფიცვას გამოკითხულთა მხოლოდ 39% ემხრობოდა, 49% კი წინააღმდეგი იყო. უმეტესობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დასაქმებულთა გაფიცვის წინააღმდეგი იყო.

გაფიცვის გამო, დღეს 50%-ით შემცირდა რეგიონალური სარკინიგზო მიმოსვლა. კომპანია „ევროსტარის“ განცხადებით კი, მოუწიათ ლონდონსა და პარიზს შორის მოძრავი მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ გაფიცვაზე მასწავლებელთა მხოლოდ 10% გავიდა.

დღის გადაცემები