13.12.2024 | 00:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტთან თსუ-ს სტუდენტების აქცია - "ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს" მიმდინარეობს

"ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს" - ამ სლოგანით პარლამენტის უკანა შესასვლელთან თსუ-ს სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა "მაისის სტუდენტები” ითხოვენ, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სახელმწიფომ გამოყოს შესაბამისი თანხა, რითაც სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. აქციის პარალელურად პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა იმართება. სტუდენტების განცხადებით, მათი დღეს შეკრებისა და აქციის გამართვის მიზანიც არის ის, რომ სურთ ხმა მიაწვდინონ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს - აშენდეს საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის.

"თვეებია სტუდენტები ვიკრიბებით და ვახმოვანებთ არსებულ სოციალურ პრობლემებს. პირველი პრობლემა ეხება საერთო საცხოვრებლის არ არსებობას, ვიბრძვით იმისათვის, რომ საკუთარი საქმის კეთებაზე ვიყოთ ორიენტირებული. დღეს, ამ შენობაში 2023 წლის ბიუჯეტი განიხილება, რომელიც საზოგადოების პრობლემაზე უნდა იყოს ორიენტირებული. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ ამ ბიუჯეტში სტუდენტების საერთო საცხოვრებლის აშენების ხარჯები იყოს გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და დაიწყოს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენება", - აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების თქმით, იმის გამო, რომ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ლექციებსაც ვერ ესწრებიან. მათივე განმარტებით, ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ახალ რექტორს შევხვდით, არის გარკვეული ქმედებები და ველოდებით მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, საბა ბულისკერიამ.

დღის გადაცემები