30.04.2024 | 12:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პარლამენტი ბათუმში არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურ საკანონმდებლო ცვლილებებს იღებს

ბათუმში არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით, სპეციალურ საკანონმდებლო ცვლილებებს იღებს.

განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ავარიული სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ბათუმის მერის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის დასაშვებობის მიზნებს - სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟიც ემატება.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ განმარტა, ბათუმის ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემას ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 118 ავარიულ კორპუსზე, სადაც დაახლოებით 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე მომზადებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებლების გამოყენება საფრთხეს შეიცავს.

 

დღის გადაცემები