13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს იხილავს [ვიდეო]

მეათე მოწვევის  პარლამენტის წევრები ნიკანორ მელიას უკვე მეორედ  სადეპუტატო მანდატს შეუჩერებენ. საკითხს რამდენიმე წუთში  პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან. მანამდე კი  დეპუტატებმა ნიკანორ მელიას  საკითხი საპროცედურო  და იურდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  განიხილეს  და  უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირეს.  კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდა საქმის პროკურორი. ამირან გულუაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ  კანონი უკვე რამდენჯერმე დაარღვია და    საქმეში ერთადერთი გამოსავალი   მელიას დაპატიმრებაა. თავად ბრალდებული კი   გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ პროკურატურას მისი დაპატიმრების  საფუძველი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა  ელექტრონული სამაჯური  საჯაროდ  მოიხსნა   და კანონი ამ გზით დაარღვია. შოთაძის უწყებამ კი მას აღმკვეთი ღონისძიების სახით  გირაოს  გადახდა დააკისრა თუმცა  მან ეს თანხა არ გადაიხადა და 12 თებერვალს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ  პარლამენტს მელაისთვის   სადეპუტატო უფლებამოსილების  შეწყვეტის  მოთხოვნით მიმართა.

დღის გადაცემები