19.09.2024 | 19:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გახსნა [ვიდეო]

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გახსნა. სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაა. არჩევანის გაკეთება დეპუტატებს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის მოუწევთ.

საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები.

ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი. ანგარიშების მოსმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

 

დღის გადაცემები