13.12.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტმა ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო [ვიდეო]

პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე, პარლამენტის თვმჯდომარის კაბინეტში, უმრავლესობის დეპუტატებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს.

 

მანდატების შეწყვეტის პროცესს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. დავით ჭიჭინაძისთვის გაუგებარია, რატომ დაიტოვა დრო მმრთველმა გუნდმა 51 ოპოზიცუონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტამდე მაშინ, როდესაც კანონმდებლობით მოსაფიქრებლად განსაზღვრული ყველანაირი ვადა ამოიწურულია.  მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის შეფასებით, "ქართული ოცნება" ხელისფლების ძალადობრივი მეთოდებით შენარჩუნებას ცდილობს.

რეგლამენტის დარღვევით, "პარტრიოტთა ალიანსისთვის" ვადაზე ადრე მანდატების შეწყვეტა, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ირგებს მმართველი გუნდი კანონებს საკუთარ ინტერესებზე, - ასე ფიქრობს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სხვა ოპოზიციონერი დეპუატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დღეიდან უკვე დაიწყო. საკომიტეტო განხილვა ხვალაც გაგრძელდება. რა კონფიგურაციის იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი, ეს სავრააუდოდ 2 თებერვალს გახდება ცნობილი.

 

დღის გადაცემები