13.12.2024 | 08:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტს საარჩევნო კოდექსი დასავლეთში დაუწუნეს [ვიდეო]

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოში არჩვევნების  გამჭირვალედ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება მთავარ გამოწვევად და გადაუჭრელ პრობლემად  რჩება. 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში  შესატანი ცვლილებები, პოლიტიკურ სატყუარად გამოიყენა და ოპოზიციის ნაწილი დაიყოლია კიდეც. "ქართულ ოცნებასა" და ელისაშვილის პარტიაში თვითკმაყოფილების განცდა, არც დასავლელი პარტნიორების მწვავე და კრიტიკული შენიშვნების შემდეგ განელებიათ. მათი ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ცვლილებები ტექნიკური ხასიათის მატარებლად მიიჩნიეს. პირდაპირ და დაუფარავად დაწერეს, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა იმდენად რთულ მდგომარეობაშია, ამ კანონპროექტით ვერაფერი შეიცვლება.

ქართულ ოცნებაში ამჯერადაც არაფერი შეისმინეს. თავდაჯერებული ტონით, საზოგადოების დარწმუნებასაც ცდილობენ, რომ ახალი კოდექსი არჩევნების  გამჭირვალედ ჩატარების პირდაპირპროპორციულია.

 

"გაყალბების  გაწიქწიკებული დოქტრინა" - ასეთია   წარმოდგენილი ცვლილებების  შეფასება "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის აღმასრულებელი  მდივანი გოჩა თევდორაძე დეტალურად განმარტავს  იმ ფასადურ ცვლილებებს, რომლებიც  საარჩევნო კოდექსში შედის.  მისი თქმით, ადმინისტრაციების ახალი დაკომპლექტება არსებულ რეალობას ოდნავადაც ვერ შეცვლის. რაც  შეეხება  ცესკოს თავმჯდომარის არჩევას ამ ნაწილშიც  თევდრორაძეს მიაჩნია, რომ რეალურად არაფერი იცლვება. გარდა ამისა "პატრიოტთა ალიანსი" უკვე  რამდენიმე წელია     ითხოვს, რომ არჩევნები საყოველთაო გახდეს. ამას არც ხელისუფლება თანმხდება და არც "ნაციონალური მოძრაობა" - ამ მოცემულობას პატრიოტთა ალიანსში იმით ხსნიან, რომ არსებული სისტემა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შედეგებით მანიპულირებისთვის აწყობს.

დღის გადაცემები