22.09.2024 | 04:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიული კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს მოუსმინეს. ნოდარ პაპუკაშვილმა და სულხან სალაძემ ვრცლად ისაუბრეს მათ ხედვაზე, თუ როგორ ესახებათ საბჭოში მუშაობა მხარდაჭერის შემთხვევაში. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი ვაკანტური ადგილისთვის, ჯამში 32 კანდიდატი იბრძვის. პარლამენტი საბოლოოდ, არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

დღის გადაცემები