19.09.2024 | 20:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტში სესია ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]

პარლამენტში სესია ხმაურით დაიწყო. პოლიტიკური განცხადებები დაპირისპირების პარალელურად კეთდება. თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად პაატა მანჯგალაძე და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კი ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ოპონენტების მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. დეპუტატს ამჯერად ნერვებმა უმტყუნა და პრორუსობის უარყოფას ასე შეეცადა. ძირითადად, პარლამენტარების მხრიდან განხილვის საგანია ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის ჰიმნით გაიხსნა. მმართველმა გუნდმა სოლიდარობის ნიშნად ტრიბუნიდან უკრაინის დროშა გადმოფინა.

დღის გადაცემები