19.09.2024 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უსმენენ [ვიდეო]

გაუფასურებული ლარი, კორუფციის გახშირებული ფაქტები და მძიმე ეკონომიკური კრიზისი ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია რაზეც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრისგან პასუხები აინტერესებთ.
ლაშა ხუციშვილი მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებით კანონმდებლების წინაშე უკვე წარსდგა. მაშინ როდესაც ქვეყანაში ყოველ მეორე ადამიანს უჭირს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მოსახელობას უახლოეს მომავალში კვლავ ეკონომიკის ზრდას ჰპირდება. გარდა ამისა, ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა უპრეცედენტოდ გაზრდილ საგარეო ვალზეც ისაუბრა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობამ უახლოეს წარსულში აიღო.

დღის გადაცემები