21.09.2024 | 16:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც ქართულ ხორბალს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ და მას როგორც რუსულს, ისე ჰყიდდნენ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა, როგორც რუსული წარმოშობის ხორბალს, რა გზითაც შემძენი კომპანიები დღგ-ს ყალბ ჩათვლებს იღებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად გაუქმდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის გადაცემები