22.09.2024 | 09:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიოტთა ერთიანი ფრონტის ახალი გზავნილი გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო [ვიდეო]

რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა კრიზისს განიცდის. ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტი ვეღარ არის, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ღიად საუბრობენ, რომ რუსეთის ფედერაციის გეგმები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქტიურად დაიწყო ნეიტრალიტეტის იდეის განხილვა, მათ შორის საომარ მოქმედებებში ჩართული უკრაინის ლიდერები, მზადყოფნას გამოთქვამენ, ისაუბრონ სამხედრო მიუმხრობლობაზე. სწორედ, რისკების შემცირებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხეების არიდების მიზნით, პატრიოტთა ერთიანი ფრონტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე ღია მსჯელობა უნდა დაიწყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ახალი პოლიტიკური ცენტრის გზავნილი უკვე მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ.

დღის გადაცემები