22.09.2024 | 05:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პერუს ყოფილი პრეზიდენტი წინასწარ პატიმრობაში 18 თვის განმავლობაში დარჩება

პერუს ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო წინასწარ პატიმრობაში 18 თვის განმავლობაში დარჩება. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გუშინ მიიღო. მას ბრალი აჯანყებასა და შეთქმულებაში ედება. მოსამართლეების განცხადებით, ხანგრძლივი პატიმრობის გადაწყვეტილების მიღება საქმის კომპლექსურობისდან გამომდინარე მოხდა, რადგან შესაძლოა, კასტილიომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თავშესაფარი მოითხოვოს, აღნიშნული პერიოდი კი მსგავსი შემთხვევის პრევენციისა და საქმის გამოძიებისთვისაა საჭირო.

თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, კასტილიო პერუს პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. გასულ კვირას კი პარლამენტმა მას იმპიჩმენტი გამოუცხადა. ქვეყანას ახალი და პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე ჰყავს. მის დანიშვნას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

დღის გადაცემები