20.09.2024 | 17:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისათვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა, შესაძლოა სავალდებულო გახდეს

პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისათვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა, შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

ამ მიმართულებით "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

"საარჩევნო კოდექსის" მოქმედი რედაქცია სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალს ადგენს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისათვის. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონაა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს აწესებს, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ მოეთხოვებათ.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაცია დიდ გავლენას ახდენს, მოქმედი სისტემით კი, პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დადგენა არ ხდება.

მიქანაძის თქმით, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნას მიესალმება და მიუთითებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

მიქანაძემ აღნიშნა ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე მიუთითებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მის მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებში.

დღის გადაცემები