18.09.2024 | 18:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკა

 ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იმ  მიზნების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას განსაზღვრავს. საგარეო პოლიტიკის ძირითადი არსი კი  ეროვნული ინტერესებისა და  იდეოლოგიური მისწრაფებების დაცვაა. საინტერესოა, როგორ ცდილობს მოქმედი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის წარმოებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას  და რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეებს. ანალიტიკურ წრეებში კი, სამთავრობო პარტიის საგარეო პოლიტიკას ბუნდოვნად მიიჩნევენ. ექსპერტთა ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეალობა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მიერ ერთმანეთისთვის იარლიყის მიკერება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის თავის მოწონებაა. მათივე განმარტებით, საზღვრებს გარეთ არსებული პოლიტიკის რეალური არსი  პრორუსულობასა და პროდასავლურობას უნდა სცდებოდეს და ქვეყნის ინტერესების დაცვას  ემსახურებოდეს, პირველ რიგში იმის გაცხადებით თუ როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ.

დღის გადაცემები