18.04.2024 | 11:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. "პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.

დღის გადაცემები