19.09.2024 | 19:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის პირველ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ  მთავრობის დღევანდელ სდომაზე ისაუბრა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი, გვქონდა უმაღლესი შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფორმა, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე- პრეზიდენტის ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული, აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსეობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის, შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები