05.05.2024 | 05:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე დროებით გზებზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული გზების აღდგენა, ნაპირსამაგრი და გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

ცნობისთვის, 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის გადაცემები