20.05.2024 | 11:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟოზე აველინო ბეტანკურმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ვიზიტამდე წმიდა საყდრის სადესპანოში უმასპინძლა

საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციომ არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ისტორიულ ვიზიტამდე წმიდა საყდრის სადესპანოში უმასპინძლა.

ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა წმიდა საყდრის დესპანმა მგალობლებს ვატიკანში სასიამოვნო და უსაფრთხო მოგზაურობა უსურვა.

"თქვენი ვიზიტი ვატიკანში მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. მე ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ამისთვის. თქვენ ხართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ემისრები. თქვენ ხართ კეთილშობილი ქართველი ერის ელჩები"- აღნიშნა სამოციქულო დესპანმა.

არქიეპისკოპოსის თქმით, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ვიზიტი ისტორიის რთულ პერიოდში უხდება, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს. ბეტანკურის განცხადებით, უკრაინის ტრაგედია ძალიან ახლოსაა საქართველოს გამოცდილებასთან, რამაც უამრავი ადამიანის სიკვდილი და მტკივნეული დევნილობა გამოიწვია.

"თქვენი ვატიკანში ყოფნა და საგალობლები მსოფლიოს იმედის შუქურებია! გმადლობთ!"- დასძინა ვატიკანის ელჩმა.

შეგახსენებთ, 26 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი კონცერტით სიქსტეს კაპელაში წარდგება, ხოლო 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის „ავე მარიას“ შეასრულებს.

დღის გადაცემები