26.04.2024 | 15:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟოზეფ ბორელი: "სანქციები არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ეფექტურიცაა, თუმცა ვიდრე რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, მისი რეჟიმი იპოვის საშუალებებს გადარჩენისთვის"

მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ეფექტურიცაა, სიმართლე ისაა, რომ ვიდრე რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, მისი რეჟიმი იპოვის საშუალებებს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელშიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი რუსეთის ეკონომიკაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გავლენას აანალიზებს.

"რუსეთის სისუსტეების, სერიოზული შეცდომებისა და რბილი ძალის ნაკლებობის მიუხედავად, რუსეთს კვლავ რჩება ბუნებრივი და ადამიანური რესურსების უზარმაზარი მარაგი. საშინელი ომი, რომელსაც ის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ზიანს აყენებს რუსეთს. მაგრამ რუსეთი არ გაქრება. ამიტომ ილუზორულია იმის მოლოდინი, რომ სანქციების ეფექტი რუსეთის ტოტალურ კოლაფსს გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ეფექტურიცაა. სიმართლე ისაა, რომ ვიდრე რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, მისი რეჟიმი იპოვის საშუალებებს გადარჩენისთვის", - წერს ბორელი.

დღის გადაცემები