13.12.2024 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რა შეიცვლება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში?! [ვიდეო]

პარლამენტი ახალ სადავო კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. წინადადება "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ცვლილებათა პაკეტი უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ორგანოში, ხვალ კი ბიუროს  წარედგინება. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტზე. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება  კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება სხვა უწყებისა თუ ინსტიტუციის წინააღმდეგ, მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ მოქმედების, უმოქმედების საფუძველზეც, თუ ამ კონკრეტულმა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღია ან გადაამეტა. მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ სიახლე პრეზიდენტი ზურაბიშვილის მოქმედებითაა ნაკარნახევი, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ ამ შინაარსის ცვლილებაზე საუბარი იქამდეც იყო. განსხვავებულად ფიქრობენ მათი ოპონენტები. ამობენ, რომ საქმე ეხება პოლიტიკურ შურისძიებას.

დღის გადაცემები