20.09.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რევაზ კლდიაშვილი: "კუბილიუსის ევროპაში არ მინდა, ვინ არიან ესენი?!"

სამი ისტორიული პიესა მაქვს დაწერილი. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მე საბჭოთა კავშირში ვარ გაზრდილი და რუსეთიდანაც ჩამოდიოდნენ ზუსტად ამათი იზომერები, არიგებდნენ ჭკუას და მიდიოდნენ. ახლა გამოჩნდნენ ეს ევროპელი პარლამენტარები და ზუსტად იგივე, თითქოს ანალოგები არიან ერთმანეთის, - ამის შესახებ დრამატურგმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა რევაზ კლდიაშვილმა ისაუბრა.

"ეს ალბათ იმპერიებისთვის არის დამახასიათებელი. ორი რუსეთიაო ვიტყოდით ხოლმე, ერთი კარგი რუსეთი, სადაც მეგობრები გვყავდა და ა.შ. და მეორე მთავრობა. ახლა ვიძახით ორი ევროპაა. იმ ევროპაში ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები არიან. მე იმ ევროპისკენ მივილტვი და იმათთან მივდივარ. კუბილიუსის ევროპაში არ მინდა, ვინ არიან ესენი?! გადასარევი სიტყვები აქვს გენერალი კვინიტაძის ქალიშვილს, ქალბატონ ნანუს "ჩვენ ცოცხლები ვართ და უნდა ვაცოცხლოთ საქართველო", - განაცხადა რევაზ კლდიაშვილმა.

დღის გადაცემები