21.09.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს.

"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს. იგი უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა, ღრუბლიდან კი მოისმა ხმა ღვთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ", - ნათქვამია მილოცვაში.

დღის გადაცემები