25.04.2024 | 22:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რესპუბლიკელი კონგრესმენი სკოტ პერი: "FBI და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ"

რესპუბლიკელი კონგრესმენი სკოტ პერი: "ამერიკელმა ხალხმა დაინახა, რომ თითოეულმა "დემოკრატმა" საშვი მიიღო ფედერალური უწყებებისგან. ამავე დროს, ყველას, ვინც მარჯვენა ფლანგზეა, ჩვეულებრივ შრომისმოყვარე მოქალაქეებს დევნიან. მათი მთავრობა, იუსტიციის დეპარტამენტი დევნის. ახლახან მეც ამ კლუბის წევრი გავხდი". 
10 აგვისტოს, სკოტ პერიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მას მობილური ტელეფონი ჩამოართვა.
 სკოტ პერი: "ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე შუალედურ არჩევნებში. გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა და დაახლოებით 90 დღე გვაშორებს ამ მომენტამდე".
11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი. როგორც მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.
გარდა ამისა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს

დღის გადაცემები