19.04.2024 | 04:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხის განხილვას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

მედია თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლვოვს ეწვევა.

 

მათივე ცნობით, უკრაინაში გამართული შეხვედრების დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.

 

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განიხილავენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ლიდერები გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდებიან.

დღის გადაცემები