19.04.2024 | 00:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

ერდოღანის განცხადებით, ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება, ამიტომ ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად გამოსავალი მაინც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან. გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას",- განაცხადა ერდოღანმა.

დღის გადაცემები