13.12.2024 | 08:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რიგგარეშე არჩევნების საკითხი კვლავ აქტუალურია - შესაძლოა პარლამენტში 100 დეპუტატზე ნაკლები დარჩეს [ვიდეო]

რიგგარეშე არჩევნების საკითხი კვლავ აქტუალურია. შესაძლოა პარლამენტში 100 დეპუტატზე ნაკლები დარჩეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც ირაკლი კობახიძის თამაში ითამაშეს და "ქართული ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტს საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ლეგიტიმაცია მიანიჭეს, დეპუტატის მანდატზე უარს ახლა ამბობენ. პირველი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქციაზე მისული მამუკა ხაზარაძე იყო.

 

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ემოციებმა სძლიეს თუ პოპულიზმმა ძნელი სათქმელია, ფაქტია, 24 საათის შემდეგ, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს. როგორც ჩანს გადაწყვეტილება პარტიის სხვა წევრებთან არ შეუთანხმებია. დღეს არც მედიასთან გამოჩენილა. უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა ბადრი ჯაფარიძეს მოუწია.

 

ხმამაღალი განცხადებების გარდა, ოპოზიციამ პარლამენტში ვერაფრის გაკეთება შეძლო. არ გამოირჩევიან არც საკანონმდებლო ინიციატივებით და წინააღმდეგობას ვერც "ქართული ოცნების" უმრავლესობას უწევენ. წაგებული თამაშის სცენარში მონაწილეობით ერთადერთი რაც მოიპოვეს დეპუტატის თეთრი სავარძელია. შეელევიან თუ არა ამ სავარძლებს რთული სათქმელია. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან უკვე მოუწოდა, რომ მამუკა ხაზარაძის პათოსი დანარჩენებმაც გაიზიარონ. დეპუტატობაზე უარს ამბობს გირჩი ზურაბ ჯაფარიძე. პარტიის მთავარსარდალის განკარგულებებს მყისვე დაემორჩილნენ ნონა მამულაშვილი და ანა წითლიძე.

 

პარლამენტის დატოვებას არ ჩქარობენ ვაშაძის  და ელისაშვილის გუნდში.

დღის გადაცემები