21.09.2024 | 10:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს თანამშრომლები გაფიცულები არიან. საამქროში დასაქმებული 100-მდე თანამშრომელი ხელფასის 30 %-ით გაზრდას და მე-13 ხელფასს ითხოვს.

გაფიცული მუშები ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები, საამქრო კი ამ დროისთვის გაჩერებულია.

თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

საწარმოს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სორტული საამქროს გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და მზად არიან მათ ხელფასი ეტაპობრივად გაუზარდონ.

დღის გადაცემები