27.04.2024 | 04:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"რუსთავის ფოლადის" თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა.

კერძოდ, გაფიცულები არიან "რუსთავის ფოლადის" ქარხნის სორტული საამქროს თანამშრომლები [საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს].

პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის ცნობით, საამქროში 130-მდე ადამიანი მუშაობს და მათი უმრავლესობა გაფიცულია, – "მხოლოდ რამდენიმე მშრომელია საამქროში დარჩენილი, რათა დანადგარები არ დაზიანდეს. საამქრო გაჩერებულია".

გაფიცულების მოთხოვნებია:

  • ხელფასის 30 პროცენტით მომატება;
  • მე-13 ხელფასი.

თამაზ დოლაბერიძის ცნობით, 29 ივნისს დასაქმებულებს შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციასთან, სადაც მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს გაფიცვა.

"დილით ყოფილა ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩამოსული და უთქვამს, რომ 50 ლარს მოუმატებს წელს ორჯერ, მომავალ წელს კი – კიდევ ერთხელ, მომავალი წლის მარტში. ჯამში მომავალი წლისთვის 150 ლარის მომატება გამოდის, რაც მათი ხელფასის დაახლოებით 15%-ია", – ამბობს  დოლაბერიძე.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით 900-1000 ლარია.

დასაქმებულები ხელფასების 30%-იან მატებას ითხოვენ: "ეს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა იმიტომ, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ბევრად მეტით არის ფასები გაძვირებული", – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.

მისი თქმით, კომპანიის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ახალი ღუმელის დამატებისას, დადო პირობა ხელფასების 100 ლარით მომატებაზე, თუმცა ახალი ღუმელის ამუშავებასთან ერთად, ეს დანაპირები არ შესრულებულა.

"თვითონ დასაქმებულები ამბობენ, რომ მაშინ ეს დაპირება რომ შეესრულებინათ, შეიძლება ეს გაფიცვა აღარ დაწყებულიყო", – გვეუბნება დოლაბერიძე.

დღის გადაცემები