19.09.2024 | 19:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსმა სამხედრო დანაყოფებმა გასულ ღამეს იერიში 52 სტრატეგიულ ობიექტეზე მიიტანეს [ვიდეო]

მოლაპარაკების პარალელურად, სადაც მხარეთა პოზიციები რიგ საკითხებზე მნიშვნელოვნად დაახლოვდა, კვლავ ისმის აფეთქების ხმა უკრაინის ქალაქებში. რუსმა სამხედრო დანაყოფებმა გასულ ღამეს იერიში 52 სტრატეგიულ ობიექტეზე მიიტანეს, მათ შორის საწვავის ავზებზე, საიდანაც სამხედრო ტექნიკა მარაგდებოდა. განგაშის სიგნალები ისმოდა კიევში, ჩერნიგოვში და რამდენიმე ქალაქში. ისევ ბლოკირებულია ხარკოვი, ირპენის ნახევარი კი განადგურებულია. ზელენსკის ადმინისტრაციაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყნის ტერიტორიას რუსული ჯარები დატოვებენ, პარალელურად კი რუსეთის საგარეო უწყება მოლაპარაკებებს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.  უფრო  კონკრეტულად როგორია ცხელ წერტილში ვითარება და რა განცხადებები კეთდება დასავლეთში.

დღის გადაცემები