21.09.2024 | 22:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსული მედია - რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან

რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან, - ინფორმაციას რუსული მედია ტრაპიზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ საჩივრები საკონსულოში კვირაში რამდენჯერმე შედის.

"სამწუხაროდ, საქართველოს მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის თქმის მიზეზებს", - აცხადებენ გენერალურ საკონსულოში.

ამასთან, გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების დინამიკა აგვისტოს ბოლოსთან შედარებით შემცირებულია, რადგან აგვისტოში მესაზღვრეების ქმედებებზე საჩივრები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა.

დღის გადაცემები