21.09.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსული მედიის ინფორმაციით, "გაზპრომმა" "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

რუსულმა "გაზპრომმა"გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა,- აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე, ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

"გამოვლენილი დარღვევების გამო, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ "გაზპრომმა" უკვე გაუგზავნა წერილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.

"ჩრდილოეთის ნაკადი" რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების ძირითადი მარშრუტია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვებით მუშაობს, 20 ივლისიდან კი მისი დატვირთვა 20 %-ს შეადგენს.

დღის გადაცემები