19.09.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სააკაშვილის ქვეყანაში ფოთის ნავსადგურის გავლით  შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ნავსადგურის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფოთის ნავსადგურის გავლით  შემოსვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობა  გამოეხმაურა. კორპორაცია განმარტავს, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს.  მათი თქმით, ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის, ასევე მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და  პასუხისმგებელი არ არის, ხოლო აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას კორპორაციის  ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაცია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნავსადგურის მმართველი კომპანია სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთვამს.  

დღის გადაცემები