23.09.2024 | 04:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც თბილისში ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი ჰქონდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს ამზადებდა და ასაღებდა.

"ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოჩენილია სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები.

ასევე, ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადითი თვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები