25.04.2024 | 02:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სადახლოზე, სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ქუთაისის აეროპორტი", "სადახლო-საავტომობილო" და "სარფი", სამართალდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 229,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19 410,86 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ჯამში 19 410,86 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

დღის გადაცემები