13.12.2024 | 16:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საზოგადოება ერის სულიერი მამის მხარდასაჭერად ერთსულოვანია [ვიდეო]

მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და კათოლიკოს პატრიარქზე. ერის სულიერ წინამძღვარზე თავდასხმები, სოციალურ თუ მედია სივრცეში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა. ვინ დგას ამ აგრესიული კამპანიის სათავეში რთული მისახვედრი არ არის. რა მიზანს ემსახურება სასულიერო პირების შეურაცხყოფა ესეც ნათელია. ეკლესიის მტრები  ათეული წელია იბრძვიან საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის, ებრძვიან წმინდა სინოდის წევრებს, მონაზვნებს, მორჩილებს და უნდათ როგორმე საბოლოოდ ჩამოშალონ ეკლესია. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურებული სიცრუის პროპაგანდის მიუხედავად, საზოგადოების თანადგომა ღია და დაუფარავია პატრიარქის და ეკლსიიის დასაცავად. მოქალაქეები ამბობენ, რომ პატრიარქის დიდი ძალისხმევით საქართველოს დედა ეკლესია მსოფლიოში გამორჩეულია.

 

ეკლესიის  მიმართ განრისხებული ადამიანების ცრუ ბრალდებებს ეხმაურებიან თეოლოგები. მამა გიორგი ვარშალომიძე ამბობს, რომ ცილისმწამებლური თავდასხმები მხოლოდ ილია მეორის შეურაცხყოფა არ არის, ეს  ქართველი მართმადიდებელი მრევლის დამცირებაა. საუკუნეების განმავლობაში რომ ეკლესიას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან თეოლოგი ისტორიული წყაროებით გვიდასტურებს.  ის დარწმუნებულია,რომ მორწმუნეების ცნობიერება მაღალია, რაც მათ სწორად აღაქმევინებს  ფარისევლობასა და სინამდვილეს.

 

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ პატრიარქისთვის რეპუტაციის შელახვის მცდელობაა ამაზე მამა ალექსანდრე ადამაშვილი საუბრობს. ქაშვეთის ეკლესიის მოძღვარი ფიქრობს, რომ ეკლესიის მტრები  საკუთარ თავსა და მიზნებს თავადვე ამხელენ.  მისი ხედვით  ახლა უღმერთობით გაკეთებული განცხადებების აფიშირება სოციალური მედიის მეშვეობით ბევრად მარტივია. ამიტომ ფიქრობს, რომ ეკლესიის მტრებს საზოგადოებამ  სიყვარული და სიკეთე უნდა დაუპირისპიროს. მოძღვარი საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის სულის სიმაღლეზე ამახვილებს ყურადღებას და მის ბოლო ქადაგებას იხსენებს, სადაც  ილია მეორის დიდსულოვნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

 

მაშინ როცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ საზოგადოების ნაწილი ცილისმწამებლურ კამპანიას სხვასხვა ტელე ეთერის საშუალებით ეწეოდა ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია არ გამოუთქვამს. უახლესი წარსული ინახავს იმ დამადასტურებელ ფაქტებს საიდანაც მტკიცდება, რომ სააღდგომო ლიტურგიამდე მართმადიდებელმა ეკლესიამ და მრევლმა  არაერთ დაბრკოლებას და წნეხს გაუძლო. ქვენის პირველი პირები გამუდმებით გვახსენებდნენ, რომ სააღდგომო მსახურება სერიოზულ საფრთხედ შეიძლება ქცეულიყო და კორონავირუსის გავრცელება კონტროლიდან გასულიყო.   დღეს კი, საპარლამენტო ტრიბუნიდან ეკლესიას პრემიერის რანგში სრული მხრდაჭერა გამმოუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ გუშინ რომ არ დაწყებულა, ამაზე პატრიოტთა ალიანსში დიდი ხანია საუბრობენ. პარტიის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ მსგავსი პრობლემა ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა,  მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ირმა ინაშვილი ილია მეორეს მისამართით გაჟღერებული არაერთი ცილისწამების მოტივებზე საუბრობს და თვლის, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.ირმა ინაშვილის თქმით, აგრესიული, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც მსოფლიოში თითქოსდა ადამიანების უფლებებს იცავენ, რეალურად ქრისტიანობასა და ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან.

 

 

დღის გადაცემები