19.04.2024 | 08:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტით პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, როგორიცაა მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტების, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

"მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

დღის გადაცემები