13.12.2024 | 08:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საკანონმდებლო ორგანოსთან 11 კარავია გაშლილი [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. აქტივისტთა რაოდენობა კი 30-ს არ  აჭარბებს. ე.წ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ  საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და  საჭიროების შემთხვევაში, კარვებს რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განათავსებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ",  პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: "მსვლელობა თავისუფლებისთვის" გამართა.

აქციის პარარელურად სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები განათავსეს. 20-მდე გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას დაახლოებით 3 000 აქტივისტი ესწრებოდა.

 

დღის გადაცემები