13.12.2024 | 08:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევა [ვიდეო]

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევა. ინიციატივა საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის 5- დან  3 პროცენტამდე დაიწევას ითვალისწინებს.

„დღეს ჩენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი, როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. 2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე.

3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად, მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას და ამავდროულად, მაღალი ალბათობით, დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას.

ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

ასევე, მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია“-აცხადებს უმრავლესობის წევრი  შალვა პაპუაშვილი.

დღის გადაცემები