19.09.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილა. სალომე ზურაბიშვილის  განცხადებით, პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია ქვეყნისთვის პრობლემად რჩება. მისი თქმით,  პრეზიდენტობის  პირველივე დღიდან, ყველანაირ ძალისხმევას იყენებს მის შესამცირებლად, და არჩევნების შემდგომაც ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ზურაბიშვილი ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტიურად უნდა განიხილებოდეს.

დღის გადაცემები