13.12.2024 | 05:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.

ინფორმაციისთვის, საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

დღის გადაცემები