19.09.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა რუსთავში [ვიდეო]

საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა რუსთავში. საწარმო „აზოტთან“ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. გადაკეტილია საწარმოს შესასვლელი. აქციის მონაწილეები საწარმოში არც ერთ მანქანას არ უშვებენ. საწარმოს გარეთ გაჩერებულია სატვირთოები, რითაც ქარხნიდან გვარჯილის გატანა უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე, მოძრაობენ მხოლოდ ჟანგბადის მანქანები, რომლებიც საავადმყოფოებს ჟანგბადით ამარაგებენ. აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ დრომდე არ შეხვედრიან.

დღის გადაცემები