22.09.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"სარფსა" და "წითელ ხიდზე" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი" და "წითელი ხიდი", სამართალდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა - 278,6 გრამი) და ვერცხლის (წონა 2124,04 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 833,03 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ე.მ.-სა და კ.მ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 358,23 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამართალდამრღვევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ტ.კ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები