23.04.2024 | 16:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ხელფასების 100%-ით ზრდა მოითხოვეს.

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორთვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო და საკითხში დახმარებას, პრემიერ-მინისტრს სთხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა, ხელფასის გაორმაგების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარეს.

"ყველანი ვფიქრობთ, რომ პრემიერი გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს, განიხილავს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მართლა სირცხვილია, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გვაქვს და სასწრაფოში დასაქმებული ქუჩაში გამოდის და ხელფასის ზრდას ითხოვს. ერთადერთი დამაკმაყოფილებელი პასუხი უქმე დღეების ანაზღაურებაზე მივიღეთ, მაგრამ როდესაც 4 დღეში ერთხელ მორიგეობ, უქმე დღეების მორიგეობა შეიძლება საერთოდ არ დამემთხვას, ამიტომ ეს მოთხოვნა ჩემზე არ აისახება", - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, ირაკლი ამირანაშვილმა.

სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დღის გადაცემები