13.12.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" [ვიდეო]

2008 წლის  აგვისტოს ომის თემაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა   პალატამ   საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ასე ჰქვია საქმეს, რომლის განხილვაც ევროსასამართლოში 12 წლის მანძილზე მიმდიანრეობდა.  არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა გამოკითხვების შემდეგ,  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი 8-დან  6 მუხლში   დააკმაყოფილა და  საერთაშორისო დონეზე აღიარა, რომ  რუსეთმა  ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს  პოზიცია  გაიზიარა და თქვა,  რომ  რუსეთმა   2008 წელს  ქართველი  სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ  წამების,  არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი  ქმედებები განახორციელა. ამას გარდა, ევროსასამართლომ  სამართლებრივ დოენეზე აღიარა, რომ   აფხაზეთი და  ცხინვალი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია და  2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ქართველების  ეთნიკური  წმენდა განხორციელდა.  სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი პოზიტიურთან ერთად საქართველოსათვის პრობლემურ მუხლებსაც მოიცავს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ  საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არ შედიოდა. შესაბამისად,  კრემლის ბრალეულობის დამტკიცება მხოლოდ ომის დასრულების შემდგომ პერიოდს შეეხო. ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება თბილისის დროით ზუსტად 14:00 საათზე გამოაცხადა.

 

სტრასბურგის სასამართლოში  საქართველომ  პირველი ოფიციალური  საჩივარი 2009 წლის  თებერვალში  შეიტანა.   საქმე  სახელწოდებით საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ დასაშვებად  2011 წელს სცნო.  12 წლიანი განხილვის შემდეგ  კი  ვერდიქტი დღეს გამოაცხადა. რაც შეეხება სანქციებს, რომელიც რუსეთს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაეკისრება - იუსტიციის სამინისტროში  განმარტავენ რომ ამ საკითხზე სტრასბურგმა ქართულ მხარეს  სამსჯელოდ ერთწლიანი ვადა მისცა.

დღის გადაცემები